Wednesday, May 11, 2016

კრწანისის ბრძოლა



გაკვეთილის მთავარი თემა
კრწანისის ბრძოლა
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური  VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
24 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალ
ურობა
მოსწავლე  შეძლებს ისტ გამოყენების  საშუალებით  კრწანისის  ბრძოლის თვალნათლივ  გააზრებას, მის შედეგებზე სწორი  დასკვნების  გამოტანას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
საქართველოს xix ს-ის  90-იანი წლების მიმოხილვა
რუსეთის მიერ ტრაქტატის პირობების დარღვევა.     მსჯელობის  უნარის  განვითარება.
ტექსტზე  მუშაობის  უნარის  განვითარება.
წინასწარი ცოდნა
იციან  ერეკლე მე-2-ის  მოღვაწეობის  შესახებ
აქვთ  ტექსტზე  მუშაობის  გარკვეული  გამოცდილება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებლის  დაკვირვება  მოსწავლეთა  ქცევასა  და   აქტივობაზე  2. ჯგუფური  მუშაობა   3. განმავითარებელი  და  განმსაზღვრელი  შეფასება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,  კომპიუტერი,  კრწანისის  ბრძოლის   ამსახველი  სურათები
ბარათები  ჯგუფური  მუშაობისათვის.
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო  საკითხები  2 წუთი
ა  ფაზა ( გამოწვევა)-10 წუთი3,
გონებრივი  იერიში-5წუთი
ვარაუდების  გამოთქმა-5წუთი
I ფაზა- გავააქტიურებ  წინარე  ცოდნას,  შევამზადებ  მოსწავლეებს  ახალ  მასალაზე გადასვლისათვის.გონებრივი   იერიშის  გამოყენებით  მოსწავლეები  გაიხსენებენ  მე-18 ს-ის  მიწურულს  ქართლ-კახეთის  მდგომარეობას  და ერეკლე II-ის   მოღვაწეობას,  გამოთქვამენ  ვარაუდებს  და  გამოკვეთენ     ტექსტთან  დაკავშირებულ  მოლოდინებს.
   მოსწავლეებს   დავაკვირვებ  კრწანისის  ბრძოლის  ამსახველ  ილუსტრაციებზე , გავაცნობ  შესასწავლ  მასალას - კრწანისის   ბრძოლა  და  მისი  შედეგები.
    მინი  ლექცია.  ვისაუბრებ  კრწანისის  ბრძოლის  
გამომწვევ  მიზეზებსა  და  შედეგებზე,  ყურადღებას  გავამახვილებ  ლექსიკურ  ერთეულებზე:  აღა  მაჰმად  ხანი ,  არტილერია,  სეიდაბადის  ბაღი,  პოზიცია.
   II   ფაზა-ტექსტზე  მუშაობა -15 წუთი.  
კომენტირებული  კითხვით  მოსწავლეებს გავაცნობ ტექსტს,გარკვეულ მონაკვეთებს წავაკითხებ დამოუკიდებლად.მათთან ერთად დავსვამ სხვადასხვა სირთულის შეკითხვებს:
1.როდის მოხდა კრწანისის ბრძოლა?
2.როგორი იყო ბრძოლაში მონაწილე მხარეების ძალთა შეფარდება?
3.ვინ იბრძოდა ერეკლეს მხარდამხარ?
4.როგორ წარიმართა ბრძოლა?
5.ვინ ისახელა თავი ბრძოლის ველზე?
6.რამ განაპირობა კრწანისის ბრძოლის ბედი?
ვაძლევთ ჯგუფებს დავალებას იმსჯელონ ერეკლე მეფის საბრძოლო გამოცდილებისა და სტრატეგის შესახებ.
III ფაზა-გამთლიანება 15 წუთი
გაკვეთილის შესაჯამებლად ვსვამ კითხვებს:
1.ბრძოლის შედეგებიდან გამომდინარე იმსჯელეთ როგორ ასრულებდა რუსეთი ტრაქტატით გათვალისწინებულ პირობებს?
2.რატომ შემოვიდა რუსეთის ჯარის ნაწილები საქართველოში დაგვიანებით?
3.შევადაროთ რუსეთის მაშინდელი მოქმედება მის დღევანდელ დამოკიდებულებას საქართველოსთან.
4.ვაძლევ ჯგუფურ სამუშაოს,განმარტონ გრ.ორბელიანის ლექსის სტრიქონები:
„მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს,
დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს“

საშინაო დავალება-2 წუთი. წყარო ა-ს მიხედვით კონტურულ რუკაზე გადაიტანეთ თბილისის მიმდებარე დასახლებული პუნქტები,ისრებით მიუთითეთ მტრის ლაშქრის მოძრაობა.
შეფასება-3 წუთი
1.განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
2.მსჯელობის შეფასების რუბრიკა.


No comments:

Post a Comment